среда, 23 марта 2011 г.

სასწავლო პროექტი: ,,ყვავილების ცეროდენა ბაღი"

1. პროექტის სახელწოდება: ,,ყვავილების ცეროდენა ბაღი"
2.პროექტის მთავარი იდეა: მოიძიონ ყვავილების ნერგები, თესლები და წინასწარ დამუშავებულ ნიადაგზე გააშენონ ყვავილების პატარა ბაღი.
3.პროექტის აქტუალობა:ბუნების მოვლა, დაცვა და სიყვარული ბავშვებმა პატარაობიდანვე უნდა შეისისხლხორცონ.
4. პროექტის მიზნები: ა)ბავშვებმა შეძლონ მიწის მცირე ფარშობის დამუშავება
ბ)მიწის დასამუშავებელი იარაღების გაცნობა და გამოყენება
გ)გაიგონ ყვავილების სახელები,მოიპოვონ მათი ნერგები
დ)ყვავილების დარგვა–დათესვით,მოვლითბუნების სიყვარულის გაძლიერება
ე)შეადგინონ წინადადებები ყვავილების სახელების გამოყენებით და დაწერონ
კედლის გაზეთში, მოხატონ იგი ნაირ–ნაირი ყვავილებით.
ვ)ყვავილის აგებულების გაგება.
ზ)ერთმანეთის დახმარებით,მეგობრობით კეთილი საქმის კეთება
5.მონაწილეთა ასაკი: 6–7 წელი
6.ვადები და ხანგრძლივობა: ორი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/რაც შეიძლება შეიქმნას: ბავშვები ისწავლიან ყვავილების შესახელებს და შეძლებენ მათ ცნობას, გაუჩნდებათ ბუნებასთან ახლო ურთიერთობის, მცენარეების მოვლის სურვილი. გაშენდება პატარა ბაღი, რომელიც გაალამაზებს ეზოს, დაიხატება სურათები, შეიქმნება კედლის გაზეთისახელწოდებით:,,ყვავილების პატარა ბაღი–ეზოს მარგალიტი".
8.პროექტის საჭირო ძირითადი რესურსები:სამუშაო იარაღები:ფოცხი, თოხი, ბარი. ყვავილების ნერგები, თესლები,ფერადი ქაღალდები და ფანქრები,ინტერნეტი.
9.პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):ა)ბავშვები იყოფიან ორ ჯგუფად და თითოეული
ირქმევს ყვავილების სახელს.
ბ)პირველი ჯგუფი ზრუნავს სამუშაო იარაღების მოგროვებაზე.
გ)მეორე ჯგუფი ზრუნავს ყვავილების თესლების შეგროვებაზე.
დ)ორივე ჯგუფი აგროვებს ყვავილების ნერგებს.
ე)სამუშაო იარაღების გამოყენების შესწავლა.
ვ)მიწის პატარა ფართობის დამუშავება.
ზ)ყვავილების დარგვა–დათესვა.
თ)ნარგავების მოვლა: მორწყვა, მიწის გაფხვიერება, სარეველების მოცილება.
ი)ყვავილების დახატვა
კ)ვარჯიში 2–6 სიტყვიანი წინადადებების შედგენა
ლ) კედლის გაზეთის გამოშვება
10. საგნებთან კავშირი: ბუნებისმცოდნეობა,ქართული ენა,ხელოვნება.
11.პროექტის ხელმძღვანელი: ნინო გოგოლაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:ninogogolashvili14@gmail. com